Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დევიდ ლემი - ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას რუსეთზე გამარჯვებისთვის სჭირდება

ნახვები: 579 დევიდ ლემი - ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას რუსეთზე გამარჯვებისთვის სჭირდება

ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ზამთრის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, - The Telegraph-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი თვეები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიევს ხელი შეუწყონ ისეთი პოზიციის დაკავებაში, რომ რუსეთს ომი მოუგოს.

„ეს არის გადამწყვეტი პერიოდი ბრძოლაში, რათა რუსეთს ზამთარში უპირატესობის მიღებაში ხელი შეეშალოს. ჩვენ ასევე ვართ აქ, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთი თავის მეგობარ ირანთან ერთად ესკალაციას ახორციელებს და იღებს ბალისტიკური რაკეტების პარტიას. ბალისტიკური რაკეტების, რომლებსაც გამოიყენებენ ზამთარში, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რაც სიცოცხლის ფასი დაჯდება“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დევიდ ლემი, ამერიკელ კოლეგასთან, ენტონი ბლინკენთან ერთად ორი დღის წინ კიევში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა