ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ომბუდსმენი - ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს - არ გამოიყენონ სიძულვილის ენა!

ნახვები: 635 ომბუდსმენი - ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს - არ გამოიყენონ სიძულვილის ენა!

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება.

ომბუდსმენის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია.

„სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს - არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება!” - აცხადებს იოსელიანი.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა