Politico: რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციები კვლავ ამოქმედდა, 30-დღიანი საშეღავათო ვადა ამოიწურა
ნესტან კუტივაძე: იდეალისტების გადამდები ხიბლი
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა
შსს - დაკავებულია კაცი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა
ჯეი დი ვენსი - აშშ აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის უკრაინაში, ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი კარგ საქმეს გააკეთებს, კარგი ადამიანია
60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს ამკაცრებს
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს

04.09.2024 ნახვები: 532

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს. ერთობლივი საწარმოს შექმნას ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომპანიებმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საწარმო რუმინეთში იქნება ბაზირებული. 1 200 კილომეტრის სიგრძის ელექტროკაბელი საქართველოს და რუმინეთს დააკავშირებს და 2030 წელს ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება რუმინეთიდან ელექტროენერგიის უნგრეთში მიწოდება და იქიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია წვლილის შეტანა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.

„ერთობლივი საწარმო ბაზირებული იქნება ბუქარესტში, ასე რომ, რუმინეთი მრავალფუნქციურ როლს ასრულებს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ენერგოუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან და ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში წვლილის შეტანა. ამ ინფრასტრუქტურული განვითარებას აქვს საკვანძო მნიშვნელობა ბაზრების გასახსნელად და ნამდვილად კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომაც.

„საუბარი როდესაც ეხება ენერგომომარაგებას, უნგრეთს აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი. პირველი – ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, მეორე – ენერგომოხმარების უფრო მწვანედ გადაქცევა. აქ, ამ პროექტში ჩვენ ერთი გასროლით ორი მიზნის მიღწევა შეგვიძლია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პროექტი გვაძლევს სრულიად ახალ წყაროს. მეორე მხრივ, ეს პროექტი მწვანე ელექტროენერგიას მიაწვდის როგორც უნგრეთს, ისე რუმინეთს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ამასთან, ბუქარესტში გამართული მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ ცვლილების ოქმს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა