Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

ნახვები: 581 ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ხუთ პრიორიტეტს დაასახელებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანას, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ევროპული კეთილდღეობის მოტანას.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, აღნიშნულ ხუთ პრიორიტეტს საზოგადოებას „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში დღეს, 18:00 საათზე წარუდგენს. ჭიაბერაშვილის თქმით, ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ჩიხში შეიყვანა, ხელისუფლებაში მისი დარჩენა ქვეყანას სრული იზოლაციით და მოქალაქეებს ამ იზოლაციაში კიდევ უფრო გაღატაკებით ემუქრება.

„ამის საპირისპიროდ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს ხალხისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სოციალური სამართლიანობა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და საქართველომ აისრულოს თავისი ისტორიული ნატვრა - თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად და ყოველი მისი მოქალაქე იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობაში.

5 პრიორიტეტი იმ დიალოგის შედეგად ჩამოყალიბდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებთან გამართეს საქართველოს ყველა კუთხეში, სოფელსა თუ ქალაქში. ამ დიალოგის დროს მოქალაქეები საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ წინაშე დგას და ბუნებრივია, ჩვენ ვპასუხობთ ქართველ ხალხს. ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელმაც „ვარდების რევოლუციის შემდეგ“ ერთხელ უკვე გამოიყვანა ქვეყანა 90-იანი წლების იზოლაციიდან და სიღატაკიდან და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის დიდი გამოცდილება და უნარი ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაეხმარება იმაში, რომ ეს 5 პრიორიტეტი არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ რეალობად იქცეს. ასევე, ამ 5 პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტი მონაწილეობდა.

5 პრიორიტეტი ეფუძნება ერთიანობის, ეროვნული თანხმობის, ქვეყნის გამთლიანების, საზოგადოებაში ეროვნული თანხმობის მიღწევის, ერთიანობის პრინციპს, იმას, რომ როცა ჩვენ ერთიანი ვართ, ყველაფერი შეგვიძლია, ხოლო როცა ვიყოფით, ბუნებრივია, მტერი ხარობს ჩვენზე და ეს ისტორიულადაც არაერთხელ დადასტურებულა. "ქართული ოცნების' 12-წლიანი მმართველობა არის დაფუძნებული მხოლოდ სიძულვილზე, დაპირისპირებაზე, გათიშულობაზე, 5 პრიორიტეტი პასუხობს იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ჩვენი მოქალაქეები დგანან: ეს არის გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე და ამ პრობლემების გამო ქვეყნიდან გაქცეული ათიათასობით მოქალაქე და გახლეჩილი ოჯახები.

5 პრიორიტეტი მომავლის ხედვაა, როგორი გვინდა იყოს მომავლის საქართველო, 5 პრიორიტეტი არის გზა, როგორ ვიპოვოთ ჩვენი თავი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვახდინოთ ჩვენი თავის რეალიზაცია, როგორ გამთლიანდეს ოჯახები. დარწმუნებული ვარ, ყველა ინტერესით მოუსმენს თინა ბოკუჩავას დღეს, 18:00 საათზე,“- განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა