Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პეტრე ცისკარიშვილი - 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი

ნახვები: 579 პეტრე ცისკარიშვილი - 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი

26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი. დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის, ერთი მხრივ, არჩევანი სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის.

"როგორც მთელი საქართველო, რა თქმა უნდა, თბილისიც აკეთებს ისტორიულ არჩევანს 26 ოქტომბერს. ეს არის არჩევანი, ერთი მხრივ, სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის. გვინდა თუ არა ჩვენ, ქვეყანაში ხალხი, პირიქით, ბრუნდებოდეს, ინვესტიციები შემოდიოდეს, იქმნებოდეს მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები თუ პირიქით, როგორც დღეს არის - ქვეყანა იცლებოდეს. აი, ასეთი, მართლაც ისტორიული არჩევანია 26 ოქტომბერს, რომელსაც ხშირად, მათ შორის "ქართული ოცნებაც" რეფერენდუმს უწოდებს. მართლაც ასეა, რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა