ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 502 გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

ბერლინში გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერების საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა.

„ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და აღნიშნული ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები მსგავსია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თქმით გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებენ მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა