Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბანგლადეშში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ნახვები: 580 ბანგლადეშში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ბანგლადეშში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც მედია წერს, ათობით ადამიანი მომიტინგეების, პოლიციისა და მმართველი  პარტიის აქტივისტების სამმხრივი შეტაკების დროს დაშავდა. უფლებადამცველი ჯგუფები პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას პროტესტის ჩასახშობად გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რასაც ჰასინა და მისი მინისტრები უარყოფენ.

გასულ თვეში ბანდგალდეშში ანტისამთავრობო აქციაზე, სულ მცირე, 150 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, ხოლო 10 000 პირი დააკავეს. ქვეყნის დედაქალაქ დაკაში ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა.

საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ გაიმართა. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაგრძეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის. საჯარო სექტორის სამუშაოების მესამედი იყო შენახული 1971 წელს პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებისთვის, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ ხუთი პროცენტი შეიძლება დარჩეს ვეტერანთა ნათესავებს, დანარჩენი კი სხვა კატეგორიებისთვის იქნება განკუთვნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა