Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იური კიმი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია

ნახვები: 580 იური კიმი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია

არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, იური კიმმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე აქვეყნებს

„რუსეთი რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეიჭრა, გარდა ისტორიის უცნაური შეცვლის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მეგობრობის მცდელობა გონივრულია“, - განაცხადა იური კიმმა.

იური კიმმა ჩინეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

„უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიას, სესხებს, ვალის ხაფანგს, ინფრასტრუქტურის პროექტებში მის მონაწილეობას, რათა დამოკიდებულება შექმნას, რასაც საბოლოოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებელი არ მოაქვს და ფაქტობრივად, მათ ზიანს აყენებს. ჰკითხეთ მონტენეგროელ ხალხს, როგორი იყო ვალის ხაფანგში მოხვედრა. ჰკითხეთ შრი-ლანკას. ეს სია გრძელია. ჰკითხეთ რეგიონში მეზობლებს, როგორია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა“, - აღნიშნა კიმმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა