Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნონა ქურდოვანიძე - ძალიან ცუდი პრეცედენტია, როცა სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი

ნახვები: 581 ნონა ქურდოვანიძე - ძალიან ცუდი პრეცედენტია, როცა სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი

საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში - ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს და იმის მოლოდინიც არ არსებობს, რომ აპელაცია გადაწყვეტილებას შეცვლის.

"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა. უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის ფაქტობრივად, განულებული, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასთან და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, ვერ ვიღებთ. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა საერთო სასამართლომ და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლებს, ვინ გახდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი საერთო სასამართლოში," - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა