ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი - 13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ათწლეულების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია

ნახვები: 647 აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი - 13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ათწლეულების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლის მოსმენა მიმდინარეობს.

კონგრესმენები საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს 13 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბათლერში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეკითხვებს უსვამენ.

კონგრესმენები ცდილობენ, დაადგინონ მიზეზი, რის გამოც საიდუმლო სამსახურმა ექსპრეზიდენტის სათანადო დაცვა ვერ შეძლო.

სხდომის დაწყებისას კიმბერლი ჩიტლმა კონგრესმენებს სიტყვით მიმართა.

„13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია ათწლეულების განმავლობაში. საიდუმლო სამსახურის უმთავრესი მისიაა, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ლიდერები. 13 ივლისს ჩვენ მარცხი განვიცადეთ. როგორც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ სააგენტოს ნებისმიერ შეცდომაზე. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ მიმდინარე გამოძიებასთან. უნდა შევისწავლოთ, რა მოხდა და ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდეს“, – განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა.

რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა კონგრესმენებმა კიმბერლი ჩიტლს კითხვები დაუსვეს, იმყოფებოდნენ თუ არა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები სახურავზე, საიდანაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, თომას ქრუქსმა ექსპრეზიდენტს ცეცხლი გაუხსნა; წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაუშვა თუ არა თომას ქრუქსმა ჰაერში დრონი და რატომ არ შეაჩერეს ის, როდესაც არაერთმა ადამიანმა ის სახურავზე ცეცხლსასროლი იარაღით შენიშნა.

კიმბერლი ჩიტლმა შეკითხვების ნაწილს თავი აარიდა, ზოგიერთ შეკითხვას კი უპასუხა, რომ „ინციდენტიდან მხოლოდ ცხრა დღეა გასული და ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს“.

„მე დეტალებში ვერ შევალ ამ დღესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩიტლმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა