ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არმაზ ახვლედიანი - დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა

ნახვები: 633 არმაზ ახვლედიანი - დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება - სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

ახვლედიანი გმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა ამჟამინდელი ხელისუფლება დამარცხდეს.

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება- სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა: სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ, უკანონოდ და უხეშად ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მე, როგორც პრეზიდენტის “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი, კატეგორიულად ვგმობ დანაშაულებრივი კლანის ამ გაუგონარ, აღვირახსნილ ქმედებას და მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს, გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ და ჩამოვაშოროთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის კლანური დაჯგუფება საქართველოს მართვას!“, - წერს არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა