Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ოლაფ შოლცი - ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

ნახვები: 580 ოლაფ შოლცი - ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო, აჩვენა, რომ მზადაა თავისი ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.

„დიდ პატივს ვცემ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ბაიდენმა ასევე წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის პერიოდში“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მანამდე, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა აღიარებას იმსახურებს.

„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მისი წყალობით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, შეერთებული შტატები კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება არ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა