Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თინა ბოკუჩავა - დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს

ნახვები: 580 თინა ბოკუჩავა - დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს

დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

„დღეს აქ, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, 2008 წელს როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში ჩაგვეტარებინა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა „რესპუბლიკელ" "ლიდერშიფთან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა