ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სალომე ზურაბიშვილი - ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს

ნახვები: 650 სალომე ზურაბიშვილი - ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

„პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა