ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Politico - ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

ნახვები: 634 Politico - ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

ევროპარლამენტის წევრები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის მიერ მოპოვებულ წერილში 63 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას მიმართავენ და აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი ბლოკს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენებით.

„ორბანმა განახორციელა რამდენიმე დიპლომატიური ვიზიტი, კერძოდ, პუტინთან ვიზიტი რუსეთში და სი ძინპინთან - ჩინეთში, რომლის დროსაც მან განზრახ არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები“, - წერენ ევროდეპუტატები წერილში და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს, როგორიცაა საბჭოში უნგრეთის ხმის მიცემის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიტუაციის უბრალო სიტყვიერ დაგმობას არავითარი შედეგი არ აქვს“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

შეგახსენებთ, უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი 1-ელ ივლისს, 6 თვით, ბელგიიდან გადაიბარა. რის შემდეგაც ორბანმა დაიწყო ე.წ. „სამშვიდობო მისიები კიევში, მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში და აცხადებდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა. ევროკომისიამ გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის. ასევე გაუქმდა ევროკომისიის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა