Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა

ნახვები: 578 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა

ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება, მაგრამ როგორ? უკრაინის კაპიტულაციით. კიევში მარიონეტული ხელისუფლებით, იმით, რომ უკრაინელ ხალხს აგრესორი დაამარცხებს. არის ეს ის გზა, რომლითაც ჩვენ ომის დასრულება გვსურს? - არა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, იმისთვის რომ ომი ასეთი სცენარით არ დასრულდეს, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენს.

„ამ პოზიციას მთლიანად ევროკავშირი უჭერს მხარს. ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა