ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს - ზარქუა

ნახვები: 641 უშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს - ზარქუა

გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა რა დააშავა ისეთი, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა. „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ. ვაშაძეა ახალი სახე, ბოკუჩავა თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე? ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სერიოზულად საუბარი არ ღირს.

„მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტა, ბელადმა იცის მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდების რცხვენიათ და შეცვალეს. ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. ვინაა ახალი სახე? ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე – ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა. ერთმანეთში აქვთ ქიშპი. ამ სახელებით და თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება. „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, გინდ მას წინ ორიანი მიუწერე და გინდ ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე. ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანის წასვლას, შიგნით დაპირისპირებაა, აბა, ჩემი ხაბე რატომ ჩააჩოჩეს? როგორც ჩანს, კეზერამ დაფინანსებაზე უარი თქვა, ლუზერების დაფინანსება არ უნდა, ბიზნესმენია და მათთვის მოპარული ფული არ ემეტება. შიგნით ბრძოლაა გავლენებისთვის. ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ინტერესები, მთავარია, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა