Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პრეზიდენტი - თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე

ნახვები: 580 პრეზიდენტი - თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე

აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებას ეუბნებიან: „არჩევანი თქვენზეა“.

„აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა.

ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე.

პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი - არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა და პირიქით, სხვა არაფერი ისმის თუ არა დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთნები თურმე “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა … ( ნეტავ აწი ამერიკას რა ეშველება !!!)

ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოებისთვის: ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” - ევროპული, დაცული მომავლის მქონე და იზოლირებულ, რუსეთის ორბიტაზე გადასულ საქართველოს შორის. გვეუბნებიან, რომ ეს კანონი(ები) არაა მეგობრული ქცევა და თავსებადი ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან!

ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას: “რატომაა ეს კანონი რუსული?”

რატომ? … და ამიტომ!!!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა