ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევრო 2024 | საფრანგეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში პორტუგალია დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება

ნახვები: 646 ევრო 2024 | საფრანგეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში პორტუგალია დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება

ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალისტი პორტუგალიისა და საფრანგეთის მატჩში გამოვლინდა. გუნდები შეხვედრას მეტისმეტი სიფრთხილით მიუდგნენ, ძირითადი დროც ფრედ დასრულდა და დამატებითიც – 0:0. პენალტების სერიაში კი 5:3 საფრანგეთმა გაიმარჯვა.

ფაქტები

  • საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1984 წელს შეხვდნენ. ფრანგებმა 3:2 მოიგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ბოლოს ეს გუნდები ევრო-2016-ზე დაუპირისპირდნენ, პორტუგალიამ 1:0 მოიგო და ჩემპიონობაც მოიპოვა.
  • კრიშტიანო რონალდოს ევროპის პირველობებზე ყველაზე მეტი დარტყმა აქვს, თუმცა ამ ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. მას ევროებზე 30 მატჩი, 14 გოლი და 10 პასი აქვს.
  • პორტუგალიას დიდ ტურნირებზე ზედიზედ სამი მატჩი გოლის გატანის გარეშე არ ჩაუმთავრებია. პირველად ეს ევრო 2024-ზე მოხდა.
  • საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს ამ ტურნირზე თამაშიდან გოლი არ გაუტანიათ. ჯამში სამი გოლიდან ერთი პენალტის ნიშნულიდან მბაპემ გაიტანა, ორი გოლი კი ოპონენტებმა შეაგდეს საკუთარ კარში.

საფრანგეთის ნაკრებს თავდასხმაში ჰყავს კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი, პორტუგალიას – რონალდო და ლეაო. ასეთი ხარისხის შემტევებთან ნებისმიერ გუნდს დიდი სიფრთხილე მართებს. ეს კარგად იციან პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა და საფრანგეთის თავკაცმა დიდიე დეშამმა. შესაბამისად, ორივე გუნდი გაცილებით დიდ ყურადღებას დაცვაზე ამახვილებდა.

პირველ ტაიმში კარის მიმართულებით ორივე გუნდმა მხოლოდ 5-ჯერ დაარტყა, კარის ჩარჩოში კი ბურთი ერთადერთხელ წავიდა, ისიც პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტამ მოიგერია.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა, თუმცა მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ასეა თუ ისე, 90-მა წუთმა უგოლოდ ჩაიარა, გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ მატჩის მსვლელობისას მოკლე შეფასება გააკეთა: ორივე გუნდი მაღალი კლასის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და შეხვედრის ბედს პატარა დეტალები გადაწყვეტსო. დეტალებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანებმა კი გადაწყვიტა: საფრანგეთმა პენალტების სერიაში 5:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

როგორც ჩანს, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანებისთვის კარგად იყვნენ მომზადებულები. მათ გააანალიზეს პორტუგალიელთა მეკარის ქმედებები წინა მატჩში, როდესაც დიოგო კოშტამ სლოვენიასთან ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია. ფრანგებმა იმდენად ოსტატურად შეასრულეს დარტყმები, რომ კოშტამ ერთის მოგერიებაც ვერ შეძლო. გადამწყვეტი პენალტი ტეო ერნანდესმა გაიტანა.

ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთი და საფრანგეთი ერთმანეთს 9 ივლისს 23 საათზე შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხსა და პირველი არხი სპორტზე იხილავთ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა