Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე - ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან

ნახვები: 580 პაატა მანჯგალაძე - ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები „რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს“.

გარდა ამისა, მანჯგალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ. მათ გამოავლინეს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება, ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს.

მათი გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, ეს არ გამოუვა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ.

ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა მოსაგები აქვს რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს.

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს. ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შევცვლით! ძალა ერთობაშია!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა