Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევრო 2024 | ესპანეთი - იტალია 1:0

ნახვები: 578 ევრო 2024 | ესპანეთი - იტალია 1:0

გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა იტალია 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

  • რიკარდო კალაფიორის ავტოგოლი მეხუთე იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.
  • იტალიისა და ესპანეთისთვის ეს მატჩი მე-11 იყო დიდ ტურნირებზე (მსოფლიო ჩემპიონატზე – 8, ევროპის ჩემპიონატზე – 3), რაც რეკორდია ევროპულ ნაკრებებს შორის.
  • ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი კრიშტიანუ რონალდუს მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მან 21 წლის ასაკისთვის მთავარ სანაკრებო ტურნირებზე 12 შეხვედრა ჩაატარა, მსგავსი შედეგი ჰქონდა პორტუგალიელ ფეხბურთელსაც.
  • ესპანეთის ეროვნული გუნდი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, „ფურია როხამ“ მეტოქის კარის მიმართულებით 20-ჯერ დაარტყა, ხოლო იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ 8 დარტყმა მოიგერია, ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

55′ წუთი. შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელის, ესპანეთის ნაკრების გარემარბის, ნიკო უილიამსის აქტიურობის შემდეგ ბურთი ალვარო მორატას მიუვიდა, რასაც რიკარდო კალაფიორის ავტოგოლი მოჰყვა.

 

ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს ესპანეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს და მეტოქეთათვის მიუწვდომელია. რაც შეეხება იტალიას, ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 ქულა აქვს და მეორეა. ბოლო ტურში ესპანეთი ალბანეთს შეხვდება, ხოლო იტალია – ხორვატიას. ლუის დე და ფუენტეს გაწვრთნილი ესპანეთი მერვედფინალში A, D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანს 30 ივნისს კიოლნში დაუპირისპირდება.

 

 1tv.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა