Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაველ ჰერჩინკსი - ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია

ნახვები: 580 პაველ ჰერჩინკსი - ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია

ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ შეკითხვას, აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების შესახებ აშშ-ის პოზიციის გაზიარებას.

მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია“.

„ჩვენ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, გასაგები მიზეზის გამო: ამერიკის შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირი არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება. ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია, ვიდრე ჩვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კოორდინირებას ვახდენთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი ქმედებები, როგორც წესი, არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ ისინი იდენტური იყოს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა