მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ევრო 2024 | პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა

ნახვები: 620 ევრო 2024 | პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა

E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი თამაშობენ. პირველ მატჩში თურქეთმა საქართველო 3:1 დაამარცხა, მეორეში კი პორტუგალიამ ჩეხეთს 2:1 სძლია.

ფაქტები

  • პორტუგალია-ჩეხეთის მატჩი ევრო 2024-ზე პირველია, რომლის პირველ ტაიმშიც გოლი არ გასულა.
  • კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
  • პეპე (41 წლის და 113 დღის) და კრიშტიანო რონალდო (39 წლის 134 დღის) ყველაზე ასაკოვანი დუეტია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო შემადგენლობაში უთამაშია.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიამ და ჩეხეთმა მეტი მონდომებით შეუტიეს და მეორე ტაიმის დასაწყისში თითო გოლი გაიტანეს.

62′ წუთი. ჩეხეთის სწრაფი კონტრიერიში პროვოდამ საჯარიმს გარედან ზუსტი დარტყმით გაიტანა. ეს მეათე გოლია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საჯარიმოს გარედან.

 69′ წუთი. პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე ავტოგოლი ჩეხმა ჰრანაჩმა გაიტანა.

90+3′ წუთი. მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე პორტუგალიის ნაკრების 21 წლის შემტევმა ფრანსისკო კონსეისაომ ნაკრებში მესამე მატჩი გამართა და პირველი გოლი გაიტანა. პორტუგალიამ კი 2:1 გაიმარჯვა.

F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა