არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

ევრო 2024 | ბელგია - სლოვაკეთი 0:1

ნახვები: 595 ევრო 2024 | ბელგია - სლოვაკეთი 0:1

E ჯგუფის ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბევრისთვის მოულოდნელად დაიწყო. სლოვაკეთთან მატჩის პირველივე წუთებზე დაცვაში ბელგიელთა უხეში შეცდომის შემდეგ სლავები 1:0 დაწინაურდნენ. დიდი მცდელობის მიუხედავად ბელგიამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

  • ბელგიის ნაკრებმა სლოვაკეთთან 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბოლოს ისინი 2022 წლის 27 ნოემბერს მუნდიალზე, მაროკოსთან დამარცხდნენ.
  • ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, დომენიკო ტედესკოსთვის ეს პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირია მწვრთნელის რანგში. ამასთანავე ის გახდება ბელგიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი (38 წლის) დიდ ტურნირზე და ამ მაჩვენებლით ჯეკ ბატლერის რეკორდს დაამხობს, რომელიც 43 წლის იყო, როდესაც 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს ედგა სათავეში.
  • რომელუ ლუკაკუ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე ბელგის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, მას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.
  • სლოვაკეთის ნაკრები ზედიზე მესამედ მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე. დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მათი დებიუტი ევროზე 2016 წელს შედგა. პირველივე ევროზე ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მერვედფინალში გერმანიასთან დამარცხდნენ (0:3).

 

7′ წუთი. საწყის წუთებზე ბელგიელებმა აქტიურად შეუტიეს, თუმცა სლოვაკეთმა თამაში მალევე დაალაგა და დაგვანახა, რომ კარგად ორგანიზებული გუნდია. მეშვიდე წუთზე მათმა პრესინგმა ბელგიელთა შეცდომა და შრანცის გოლი მოიტანა.

 

57′ წუთი. დიდი მცდელობის შემდეგ რომელუ ლუკაუმ სლოვაკეთის კარი აღო, თუმცა ვიდეორეფერიმ ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

86′ წუთი. ლუკაკუმ ოპენდას პასით მეორედ გაიტანა, თუმცა ამჯერადაც არ ჩაითვალა – შეტევისას ოპენდას ბურთი ხელზე მოხვდა.

 

სლოვაკეთის ნაკრები დამოუკიდებლობის ,მოპოვების შემდეგ ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. წინა შემთხვევებში სლოვაკებს თითო მოგება ჰქონდათ, ევრო 2016-ზე ეს ჯგუფიდან გასვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ევრო 2020-ზე – ვერა. ამჯერად სლავებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ. მომდევნო ტურში ისინი უკრაინას ეთამაშებიან, ბელგია – რუმინეთს.

 
1tv.ge
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა