Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევრო 2024 | რუმინეთი - უკრაინა 3:0

ნახვები: 577 ევრო 2024 | რუმინეთი - უკრაინა 3:0

ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის პირველი შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა რუმინელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს – 3:0

  • ეს ნაკრებები აქამდე სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – გამარჯვება სამჯერ უკრაინამ იზეიმა, სამჯერ – რუმინეთმა.
  • საინტერესოა, რომ უკრაინისა და რუმინეთის ბოლო შეხვედრაშიც (2016 წელი. ამხანაგური მატჩი. 4:3) უკრაინელების კარი ნიკოლაე სტანჩუმ აიღო.
  • რუმინეთმა ევროპის ჩემპიონატებზე 16 მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა (2000 წელს, ინგლისის ნაკრებთან – 3:2)

29′ წუთი. რუმინელების კაპიტანმა ნიკოლაე სტანჩუმ უკრაინელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და შორეული, უძლიერესი დარტყმით (116 კილომეტრი საათში) ანგარიში გახსნა  – 1:0.

53′ წუთზე რუმინელთა მორიგი შეტევა რაზვან მარინმა შორეული დარტყმით დააგვირგვინა – 2:0.

მალევე, 57′ წუთზე რუმინელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ლუნინის კარი ამჯერად დენის დრაგუსმა აიღო და უკრაინელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – 3:0.

რუმინეთის ნაკრები ამ გამარჯვებით, ჯერჯერობით, ჯგუფის ლიდერია.

უკრაინელები მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ 21 ივნისს ჩაატარებენ, 22 ივნისს კი რუმინელები ჯგუფის ფავორიტს, ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა