Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ტურინში “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელებმა ლონდონის გუნდს დიდი ანგარიშით მოუგეს

ნახვები: 577 ტურინში “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელებმა ლონდონის გუნდს დიდი ანგარიშით მოუგეს

ტურინში “იუვენტუსის” აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელებმა პირველი დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემია ავრცელებს.

მათი ცნობით, წალენჯიხამ ლონდონის „იუვენტუსს“ 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა.

„დღესვე წალენჯიხის „იუვენტუსის“ პატარა ფეხბურთელებმა „ლოს-ანჯელესი“ დაამარცხეს ანგარიშით 4-0 და დღის უპირობო ლიდერები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ლოს-ანჯელესის“ „იუვენტუსს“ ლეგენდარული ფეხბურთელი დელპიერო ხელმძღვანელობს. ხვალ, წალენჯიხის ფეხბურთელებს გადამწყვეტი თამაში აქვთ პოლონეთის „იუვენტუსის“ აკადემიასთან, რის შემდეგაც გაირკვევა ვინ გააგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობენ. „იუვენტუსის“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემია, სადაც აღსაზრდელები სრულიად უფასოდ სწავლობენ, ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტია.

ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსის“ აღსაზრდელებს პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და გულშემატკივრობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა