Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გასული კვირის შედეგები

ნახვები: 579 როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გასული კვირის შედეგები

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა.

უშუალოდ გასულ კვირაში ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.81%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.83 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 7.01%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.98%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 7.85%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.42%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.70 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 405 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.12%-ით შემცირდა.

წყარო: Galt & Taggart

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა