Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯო ბაიდენი - ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება, მისი მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან

ნახვები: 581 ჯო ბაიდენი - ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება, მისი მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან

აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა - ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც დღეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დგანან.

ბაიდენმა ისაუბრა უკრაინაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბატონობისკენ მიდრეკილი ტირანი შეიჭრა.

„უკრაინელები არაჩვეულებრივი სიმამაცით იბრძვიან, დიდ დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უკან არასდროს იხევენ. შეერთებული შტატები და ნატო და 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია მტკიცედ დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან თუ ასე მოვიქცევით, უკრაინას დაიმორჩილებენ და ამით არ დასრულდება. უკრაინის მეზობლებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. მთელ ევროპას საფრთხე დაემუქრება. ნუ დავუშვებთ შეცდომას, მსოფლიოს ავტოკრატები ყურადღებით აკვირდებიან, რომ ნახონ რა მოხდება უკრაინაში. ნახონ, გავუწევთ თუ არა ამ უკანონო აგრესიას წინააღმდეგობას. ამას ვერ დავუშვებთ. მოძალადეების წინაშე კაპიტულაცია, დიქტატორების წინაშე ქედის მოხრა უბრალოდ წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა