Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: „ერთქარტიულები“, „ნახევრადქარტიულები“ და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია

ნახვები: 579 არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: „ერთქარტიულები“, „ნახევრადქარტიულები“ და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია

რეალურად, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი და შეთანხმებულია რადიკალურ ოპოზიციასთან - როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიაზე” ხელის არ მოწერას გამოეხმაურა.

თალაკვაძის შეფასებით, არავინ უნდა იფიქროს, რომ გიორგი გახარიას პარტიას “ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს.

“რეალურად, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი. ეს არის შეთანხმებული რადიკალურ ოპოზიციასთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მათი განცხადება, რომ ნახევრად უერთდებიან ქარტიას, ემსახურება ერთადერთს, რომ მათ არ წაართვან “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩევლები და იმუშაონ მხოლოდ და მხოლოდ გადაუწყვეტელ ელექტორატზე.

როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია. არავინ უნდა იფიქროს, რომ გახარიას პარტიას რაიმე განსხვავებული პოზიცია აქვს ქარტიასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქარტიის ხელმომწერები “პარალელურ სამყაროში არიან და ვირტუალური მთავრობა ჰყავთ”.

„როგორც ჩანს, ერთი ორი წელი კიდევ დასჭირდებათ, სანამ ქარტიის საბოლოო ტექსტზე შეთანხმდებიან და ბოლოს შეიძლება, ქარტია პარტიად გადააკეთონ. არც ეს არის გამორიცხული ასე მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ცხადია, მცდელობა რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” გახდეს ქარტიის ხელმომწერი, ლოგიკური იყო. ეს არის ის, რასაც სწორედ ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ სხვადასხვა პარტიული ნომრებითა და ფერებით გადაფუთული “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები არ იყვნენ რეალური ოპოზიციური პარტიები. ამის მცდელობას ვუყურებთ ახლა. ჩვენთვის ორივე სცენარი მისაღებია.

თუ გაერთიანდებიან გაგვიადვილდება, უფრო მარტივად დავარქმევთ სახელს - “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”. თუ ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, საზოგადოებას ავუხსნათ ვინ ვინ არის.

რაც შეეხება პრეზიდენტობის საერთო კანდიდატს, არ ვიცი საკუთარ თავს ატყუებენ თუ ამომრჩეველს ამშვიდებენ. რა დროს პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებაა, ჯერ საპარლამენტო არჩევნებია.

ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასერიოზულად უყურებს ეს რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებს. არიან პარალელურ რეალობაში, ჰყავთ ვირტუალური მთავრობა. ორი წლის წინ შექმნეს, ჯერ არ შეკრებილან. ახლა ვირტუალურ პრეზიდენტზე იქნებ შეთანხმდნენ. აქვთ ვირტუალური ქარტია, თავისი ვირტუალური რეალობა და პარალელურ განზომილებაში მიჰყავთ პოლიტიკური პროცესი”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა