Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თეონა აქუბარდია - პარტნიორები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი ქმედებაზე გადადიან

ნახვები: 580 თეონა აქუბარდია - პარტნიორები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი ქმედებაზე გადადიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან.

მისივე თქმით, ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი, როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიცირებულია, რასაც “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან. ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიცირებულია და ამას “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს და მეორე, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ბიუჯეტზე, რომლის დიდი ნაწილი დასავლური ფინანსებისგან და მხარდაჭერისგან შედგებოდა. მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება, რომ პარტნიორობა დასრულდება, სტრატეგიული პარტნიორობა აღარ იქნება ჩვენი ჯარის, ეკონომისთვის და დემოკრატიისთვის, ეს ბუნებრივია ძალიან დიდი დარტყმაა, რაც “ქართული ოცნების” მიზანიცაა”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა