Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ენმ: ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ "ქართულ ქარტიას"

ნახვები: 579 ენმ: ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ "ქართულ ქარტიას"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" უერთდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას". - წერია ენმ-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ახალი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროაც.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა