Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მობილიზებულად და შემართებით

ნახვები: 580 სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მობილიზებულად და შემართებით

26 ოქტომბერს, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად,მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა , -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა ნიჰილიზმის და ქიშპობის დრო არ არის.

„თქვენ, ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა, მე მევალება და თუ ვთვლი, რომ მევალება, ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ თავთან, პირველ რიგში და ევროპაში, ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა და ეს უკვე ვთქვი, დილით. 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად,მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა. შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს, რომელ ძალას უნდა მიანდონ ეს მოლოდინები, ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ, თუ აღარ სჯერა, დიდწილად პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია და არავის ბრალია, მაგრამ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, არ არის იმის დრო, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა