Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯო უილსონი - მათ ჰგონიათ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ის კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება

ნახვები: 578 ჯო უილსონი - მათ ჰგონიათ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ის კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება

მათ ჰგონიათ, ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის შეერთებულ შტატებთან კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა.

“მათ ჰგონიათ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებულ შტატების კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება. „MEGOBARI Act“ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი და პროდასავლური მომავლისადმი მათი ერთგულების შეწყვეტას. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს ძლიერი და ნათელი მომავალი სურს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის და რომ ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით ამას, არამედ გავაკეთებთ”, - განაცხადა უილსონმა.

ჯო უილსონი Megobari Act-ის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის“ მიღებისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. კანონპროექტი დღეს იქნება წარდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა