Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა

ნახვები: 581 დღეს დუმილი სირცხვილია! - ბათუმის #2 საჯარო სკოლის თვითმართველობა

ბათუმის სკოლებში პროტესტმა იფეთქა -  №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, წერენ, რომ მიჯნებიან და უარყოფენ საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონპროექტს“.

დღეს დუმილი სირცხვილია! - წერია განცხადებაში. 

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა კვლავაც ემიჯნება და უარყოფს საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონპროექტს“, რომელიც გარდა ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვისა, ცხადად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი თაობის მომავალს.

ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების შელახვისა და არაერთხელ სისხლად და ცრემლად დაღვრილი სამშობლოს შეურაცხყოფის ტოლფასია, რის საშიშროებასაც ნათლად გვისახავს მიმდინარე მოვლენები.

რთული წარმოსადგენია, ერთი შეხედვით მთავრობა, რომლის მიზანიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ მომავალზე ზრუნვაა, თელავდეს მოაზროვნე საზოგადოებას ილუზიებით, ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის ჯანსაღ აზრს და რაც მთავარია, უპირისპირდებოდეს ერისა და ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, რომლებმაც ეს ქვეყანა შემოგვინახა ღირსეული სახელითა და ნათელი მომავლის უდრეკი იმედით.

დღეს დუმილი სირცხვილია! მიმდინარე მოვლენები ეხება თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, თითოეულ ახალგაზრდასა თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლებსაც შესაძლოა ამ კანონპროექტმა შეუზღუდოს საკუთარი თავისა თუ ქვეყნის დემოკრატიულ და სრულფასოვან გარემოში განვითარება. უმოქმედობა თითოეული იმ გმირისა თუ მოვლენის შებილწვაა, რომლებმაც დღეს მოგვცეს ევროპის ღირსეულ ნაწილად საქართველოს აღქმის შესაძლებლობა.

ხვალ, 14 მაისს მესამეჯერ განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და კიდევ ერთხელ გადმოგვესხმება ლაფი ჩვენი კეთილგანწყობით ირიბად აღჭურვილი თანამემამულეების მიერ. მოქმების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! ხვალ, გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება.

 ️ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მოგიწოდებთ: ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის მოსწავლე-სტუდენტებსა და ჩვენი ქალაქის თანამედროვე საზოგადოებას, ხვალ, 14 მაისს, 10:30 საათზე, შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ გაფიცვაზე ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!

მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ! 

#მოქმედების_დროა!
#არა_რუსულ_კანონს! 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა