Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

"შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება" - გაფიცვას "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებიც უერთდებიან

ნახვები: 578 "შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება" - გაფიცვას "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებიც უერთდებიან

"ვგმობთ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს, განგრძობით რბევას, დაშინებასა და მუქარას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და ვუცხადებთ სოლიდარობას დაზარალებულებს" - საერთო სტუდენტურ გაფიცვას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდებმა სპეციალური განცხადება დღეს მათივე სასწავლებელთან გააკეთეს და პარლამენტს მოუწოდეს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაიწვიოს რუსული კანონი:

საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას იქამდე, ვიდრე ქვეყანას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა. მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მიმდინარე პროცესებში ჩართულობით უნდა დავიცვათ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს - ევროპას...შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება", -  აცხადებენ სტუდენტები

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა