მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე - თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი დაუმორჩილებლობას აანონსებს

ნახვები: 622 ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე - თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი დაუმორჩილებლობას აანონსებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქვეყანაში მიმდინარე სტუდენტებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ორშაბათიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ "ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას."

თსუ-ს სტუდენტები მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კი აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გაცნობოთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გადაწყვეტილების შესახებ.

თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციების არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტული და უმძიმესი ხასიათი მიიღო. ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერები საკუთარ სახლებთან უსაფრდებიან, თავს ესხმიან და ასახიჩრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ტერორს უწყობენ ყველას, ვინ რეჟიმს, რუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება. დღეს უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენს უკან დგას ათასობით სტუდენტი არ აპირებს დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე. 

მივმართავთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში. გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას. საქართველო არ გახდება რუსეთი და ამის გარანტორები ვიქნებით ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა. წინ ევროპისკენ! ძალა ერთობაშია!," - აცხადებენ სტუდენტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა