მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება

ნახვები: 620 Financial Times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება

"საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება" - ამ სათაურით გამოცემა Financial Times ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

"ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, კავკასიელი ერი რუსეთის ორბიტაში დააბრუნოს... ოლიგარქი, რომლის ქონებაც მისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მესამედის ექვივალენტურია, ძალაუფლებას დიდწილად, კულისებს მიღმა ფლობდა.

თუმცა გასულ კვირას, ის მთიდან ჩამოვიდა, რათა კონსპირაციული, ანტიდასავლური სიტყვით გამოსულიყო, რომელშიც მან საქართველო წარმოაჩინა, როგორც ომის გლობალური პარტიის და სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფებს შორის მისი აგენტების მსხვერპლი", - წერია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში საუბარია რუსულ კანონსა და იმ საპროტესტო გამოსვლებზე, რომელიც პარლამენტში მის წარდგენას მოჰყვა. გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის დაახლოება მოსკოვთან სამი წელია მიმდინარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად.  

"ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი და ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც ის კრემლის გამონათქვამებს იმეორებდა, გარდამტეხ მომენტს ნიშნავს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა ისევ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება", - ვკითხულობთ სტატიაში.

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა