Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

"ყურადღებით ვაკვირდებით აქციებს... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას" - სახდეპი

ნახვები: 578 "ყურადღებით ვაკვირდებით აქციებს... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას" - სახდეპი

"ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, თავი აარიდონ ესკალაციას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას", - ასე უპასუხეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ფორმულას შეკითხვას.

"ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ყოველგვარ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მთავრობის მიერ კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის უწყვეტი განხილვების გამო. შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის და სტიგმატიზებას მოახდენს ქართულ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც მხარს უჭერენ და ინფორმაციას აწვდიან ქართველ ხალხს. კანონის განზრახვა, როგორც ეს მმართველი პარტიის წევრებმა აღწერეს, არის კრიტიკული ხმების გაჩუმება და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე", - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში ფორმულასთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა