Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ

ნახვები: 579 ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ

მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ] - ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.

„ბატონო ანრი, მცირე შესავლით დავიწყებ, რასაკვირველია, მუხლობრივზეც მაშინვე გადავალ - მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ].

ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ: „რომელი საათია თქვენო მოწყალებავ? ათს წამებიღა აკლია თქვენო ხელმწიფებავ, მაშ, მიჩუქნია ეს წამები თქვენთვის, ბაკინგემ!“ - განაცხადა მაჭუტაძემ.

ოხანაშვილმა მას კითხვის დასმისკენ მოუწოდა.

„ჰენრი მეოთხეზეც არ გადახვიდეთ ახლა, ბურბონებზე, შეკითხვა დასვით! კარგი გადახვევაა, მაგრამ გადადით შეკითხვაზე“- მიმართა ოხანაშვილმა მაჭუტაძეს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა