Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე

ნახვები: 578 ლაშა ტუღუში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე

ჩვენ [კომიტეტზე] ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ქვეყნის მომავალს და ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ჩანს არა მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთებაში, არამედ მისი მუხლებიც "ამფეთქებელი დესტრუქციული იდეებით არის გამსჭვალული".

„ჩვენ ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიღოს, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ქვეყნის მომავალს და ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს კარგად ჩანს არამარტო კანონპროექტის სულისკვეთებაში, არამედ მისი მუხლებიც არის გამსჭვალული სწორედ ასეთი ამფეთქებელი დესტრუქციული იდეებით. ჩვენ თუ დაგვცალდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიტყვით [კომიტეტზე],“ - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა