Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ნახვები: 578 იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ რეზოლუციამ გვაჩვენა, არის დისკუსიის დამთავრება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული.

„ყველაზე მთავარი, რაც ამ რეზოლუციამ გვაჩვენა, არის დისკუსიის დამთავრება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს კანონი რუსული. კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული? მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იყოს გულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან, ან გამოიხმოს ეს კანონპროექტი თვითონ, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა, ან ღიად გამოაცხადოს, რომ “ჩვენ ვართ პრორუსი მთავრობა, გვიყვარს პუტინი, უარს ვამბობთ ევროპაზე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „როგორც „რუსულ კანონზე“ არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება“.

„ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყნის ინტერესები არავისთვის არ გადაეყოლებინათ. იქნებოდა ეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ისევე, როგორც „რუსულ კანონზე“ არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება.

ამიტომ ვამბობდით ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დაჭერის პირველივე დღიდან, რომ საზღვარგარეთ გადაეგზავნათ სამკურნალოდ, იმისთვის, რომ პრობლემა არ შეუქმნას ამ ქვეყნის მომავალსა და პერსპექტივას. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ჩემი აზრით, იმისთვის, რომ საბოლოოდ აქამდე მისულიყო ეს საკითხი, მიხეილ სააკაშვილის თემაც უსაშველოდ გაწელა და “რუსული კანონიც” ნერვების მოსაშლელად შემოიტანა საქართველოში”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა