Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა მდინარაძე - 29 აპრილის შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება

ნახვები: 579 მამუკა მდინარაძე - 29 აპრილის შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება

29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც ქუთაისში იმართება.

მამუკა მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მხარდაჭერა იქნება.

„შეიძლება აქ ბრძანდებით ბევრი ადამიანი, ვინც უჭერთ ჩვენს პოლიტიკურ კურსს მხარს. 29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს და ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა