Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ინფორმაცია, ერთ-ერთ სკოლაში იარაღის ან ბომბის აღმოჩენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ნახვები: 579 ინფორმაცია, ერთ-ერთ სკოლაში იარაღის ან ბომბის აღმოჩენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, თუმცა საჭვო არაფერია აღმოჩენილი.

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

"ინტერპრესნიუსი" ასევე დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და "აუცილებლად მოხდება რეაგირება".

ცნობისთვის, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა