ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია-თენგიზ წულაძე

ნახვები: 499 სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია-თენგიზ წულაძე

პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ბოლო ვიზიტზე ვიყავი 11 იანვარს, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა. 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ წულაძემ აღნიშნა, გამოხატულია მხედველობის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო.

„მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მიგვაჩნია, რომ ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, რომელიც იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ნევროლოგიური თვალსაზრისით საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება", - განაცხადა ნევროლოგმა.

კითხვაზე, თუ განიხილება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა, თენგიზ წულაძემ აღნიშნა: „ჩვენთვის ეგ საკითხი არ არის დასმული, მკურნალობა, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, შეიძლება, ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს, ეგ საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა