ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თეა წულუკიანი - ალეკო ელისაშვილი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი

ნახვები: 647 თეა წულუკიანი - ალეკო ელისაშვილი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.

მინისტრი აზიარებს ელისაშვილის ვიდეოს და აღნიშნავს, რომ „ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან რუსის ჯარს გამოექცა და საქართველოში შემოიძურწა“.

„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი. ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ. ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქიბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი“, – წერს თეა წულუკიანი.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა