Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნინო ლომჯარია - ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე, ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და იმედგაცრუებაა

ნახვები: 577 ნინო ლომჯარია - ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე, ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და იმედგაცრუებაა

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე - დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მსგავსი გადამწყვეტი მომენტი საქართველოს უახლოეს წარსულში არ ჰქონია და შესაძლოა, არც მომავალში დადგეს.

„ეს დღე და მოცემულობა, ვიტყოდი, რომ საქართველოს დღევანდელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უახლოეს წარსულში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გვქონია და ასეთი გადამწყვეტი მომენტი, შეიძლება, არც ახლო მომავალში არ დადგეს. რეალურად, დღეს პარლამენტში ისეთ კანონპროექტს ეყრება კენჭი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალზე ამბობს უარს, არა ევროკავშირს და კი რუსეთს. დღეს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, იდგეს იქ, სადაც ეს გასაპროტესტებელია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და იმედგაცრუებაა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა