Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პრეზიდენტი - „აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ეს არ არის ევროპული კანონი

ნახვები: 578 პრეზიდენტი - „აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ეს არ არის ევროპული კანონი

„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დაარღვია დიპლომატიური წესი, როდესაც გერმანიის კანცლერთან ერთად პრესკონფერენციისას გერმანულ ენაზე ისაუბრა.

„საზღვარგარეთ, ყველამ თქვა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დროს, უფრო და უფრო მკაფიოდ, რომ არ შეიძლება ამ ძველი კანონის უკან დაბრუნება. იქ „აგენტი“ ითქვა თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის პრემიერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, ასეთი კანონი არსად არ არის. კი ცდილობენ, რომ დაგვარწმუნონ, ვიღაც ფრანგულად კითხულობს თურმე და გაიგო კარგად და ა.შ. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ სრულიად დარღვევაა ყველა დიპლომატიური წესის, რომ შენ როცა ოფიციალურ ვიზიტზე ხარ, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. რას აჩვენებს, რომ იცის გერმანული? მაკრონთან ჩემი პირველი ვიზიტის დროს, მაკრონმა მომისმინა ქართულად. ეს არის ისეთი ჩვეულებრივი წესი, რომ ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ დაიწყებენ იქით-აქეთ სიარულს.

არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია, ეს არის საწყისი იმისა, რასაც გაგვიმეორებენ არაერთხელ ამ პერიოდში. ამიტომაა ეს კანონი საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მხოლოდ ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ, კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომელიც ყველა არის ერთი რგოლი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისათვის, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა