არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

Freedom House - საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა

ნახვები: 595 Freedom House - საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა

საქართველო ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის გზას დაადგა. ამის შესახებ ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში - “ერები ტრანზიტში 2024”.

ანგარიშში საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებს განეკუთვნება, რომელშიც მის გარდა, ასევე, არიან - უნგრეთი და სერბეთი.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიზაციისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს განეკუთვნებიან - მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა, ხოლო ციკლურ (უცვლელ) ჰიბრიდულ რეჟიმებს - სომხეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო.

Freedom House-ი აღნიშნავს, რომ მათი მეთოდოლოგიის თანახმად, უნგრეთი, სერბეთი და ნაკლებ დონეზე საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად გახდომისკენ გზას ადგანან. მათივე ცნობით, ასეთ სისტემებში საკვანძო ინსტიტუტები (მედიიდან სასამართლომდე) ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკურ განმარტებაში პოლიტიზაციის მოსალოდნელ დონეს გასცდნენ და ახლა ფაქტობრივად კონტროლირდებიან მმართველი პარტიების მიერ და გამოიყენებიან პარტიული და პირადი სარგებლისთვის.

მაჩვენებლების მიხედვით (1-დან 7-მდე) საქართველოს შემდეგი მაჩვენებლები აქვს: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა - 2.25, საარჩევნი პროცესი - 3.00, სამოქალაქო საზოგადოება - 4.00, დამოუკიდებელი მედია - 3.25, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 2.75, სასამართლოს ჩარჩო და დამოუკიდებლობა - 2.50, კორუფცია - 3.50.

ჯამში, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04 ქულას შეადგენს (7-დან), ხოლო პროცენტების მხრივ - 34%-ს, და ჩამორჩება სომხეთს, უნგრეთს, სერბეთს, მოლდოვას, უკრიანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა