Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ხაბეიშვილი - უნდათ შიში დათესონ, მისამართი შეეშალათ - ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ

ნახვები: 580 ლევან ხაბეიშვილი - უნდათ შიში დათესონ, მისამართი შეეშალათ - ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ

შიში უნდათ დათესონ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მისამართი შეეშალათ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ,

- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწის, ლაშა ცანავას მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას არ სურს პრობლემებზე საუბარი და ამიტომ ცდილობენ დაშინებას.

მისივე თქმით, დაშინებით არც ერთ ხელისუფლებას მოუგია

„თვეების განმავლობაში უმარტივეს შეკითხვებს ვსვამდით, რომელიც საზოგადოებას აწუხებს: გაძვირებული ცხოვრება, ემიგრაცია, უმუშევრობა, გაძვირებული საწვავის ფასი, გაძვირებული პროდუქტების ფასი, გაძვირებული კომუნალურები. ამდენი ხნის განმავლობაში პასუხი ვერ მოიფიქრეს და დააკავეს ადამიანი. გარდა იმისა, რომ ჩემი თანაშემწეა პარლამენტში , ჩემი მეგობარია, შესაბამისად, ასე ცდილობენ პასუხი გაგვცენ. ეს არის მათი პასუხი.

როგორც კი პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს , ეს არის მათი პასუხი: დაგიჭერთ, 15 წლის წინანდელ საქმეს ან რამეს მოვიგონებთ, ან რამე დაგვესიზმრება და ასე გაგისწორდებით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წლევანდელი წელი არის უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს ხელისუფლება, ეს დამოკიდებულება და მიდგომები. ამით უნდათ შიში დათესონ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მისამართი შეეშალათ. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თუ რა ბრძოლაში ვართ.

„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით აქტიურები ვიყავით და ვიქნებით, მათ შორის, ლაშაც აპროტესტებდა 7-8 მარტს, შესაბამისად, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ პროცესებს. ხალხი მაინც არ შეეგუება ამ ქვეყნის გარუსებას. შიშით ამ ქვეყანაში არავის მოუგია, არასდროს, არც ერთ ხელისუფლებას . პროკურატურა ამ საქმეებით არ უნდა იყოს დაკავებული და რაღაც სიგიჟეებს არ უნდა იგონებდეს, პროკურატურაში უნდა დადიოდეს ფარცხალაძე, რომელმაც ხალხი გაძარცვა. ღარიბაშვილი, რომელმაც მიიტაცა ხალხის ფული. ეს ხალხი უნდა დადიოდეს პროკურატურაში, მაგრამ რას აკეთებენ? იმ ადამიანებს დევნიან, რომლებიც ამაზე საუბრობენ.

ვინმეს გჯერათ, რომ რაღაც მოხდა 2009 წელს, რა სიგიჟეა, მათ არ უნდათ პრობლემებზე საუბარი. ამათგან ყველაფერს ველოდებით, ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი, რომ დააკავონ გგონიათ ვინმე არ ელოდება?! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა