Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ელიტას სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება

ნახვები: 578 რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ელიტას სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება

სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას. ვნახავთ, „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი რეაგირება ექნება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს პროცესი აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაიყინება.

„აგენტების კანონის მიღება; 9 რეკომენდაციის არშესრულება, ყველა კანონპროექტი, რომელიც მიღებულია, ცესკოთი დაწყებული, დამთავრებული ქალთა კვოტებით - ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს პროცესი გაიყინება ამ კანონის მიღების შემდეგ და ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ გადაურჩება. როდესაც სანქციებზე ვსაუბრობდით, არავის ეგონა, რომ შეიძლებოდა „ქართული ოცნების“ მოსამართლეები დასანქცირებულიყვნენ. ასევე, ნუ ექნება “ქართულ ოცნებას” იმის რწმენა, რომ როდესაც დაადგება რუსულ გზას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას შეაფერხებს, ეს გაუვა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” არის მატყუარა, “ევროპაში მსგავსი კანონი არ მიიღებოდა და არც მიიღება”.

„ქართული ოცნება” არის მატყუარა. სიცრუე, ორპირობა, დეზინფორმაცია, დემაგოგია - ეს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული იარაღია. არსად, ევროპაში მსგავსი კანონი არ მიიღებოდა და არც მიიღება. ევროპაში მისაღები კანონი არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს და ამ ქვეყნებიდან გამოყოფილ ფონდებს. ეს კანონები მიმართულია რუსეთისა და ავტორიტარული ქვეყნების წინააღმდეგ. ისევე როგორც ამერიკის კანონმდებლობაში არის ისეთი მუხლები, რომლებიც არაა მიმართული მეგობარი სახელმწიფოებისკენ. ეს კანონი არის რუსული კანონის კოპირება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა